კუნძულ ლესბოსზე ჩასული მიგრანტები 14-დღიან სავალდებულო კარანტინში დარჩებიან. მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.
მიგრანტები ღამეს ღია სივრცეში, დახმარების სააგენტოს კარვებში ათევენ, საკვებს კი ღია ცეცხლზე ამზადებენ. სავალდებულო იზოლაციის ვადის გასვლის შემდეგ მათ კუნძულზე მდებარე მიგრანტთა ბანაკში გადაიყვანენ, სადაც მათ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მიღებამდე დროებითი საცხოვრებლით დააკმაყოფილებენ.
გადატვირთულია კუნძულზე მდებარე მიგრანტთა ბანაკი, სადაც 19 ათასამდე თავშესაფრის მაძიებელი იმყოფება. გაუარესებულია სანიტარული ნორმებიც. საბერძნეთის მასშტაბით მდებარე მიგრანტთა საცხოვრებლებში 110 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 40 ათასი ამ დრომდე ხუთ კუნძულზე განთავსებულ ბანაკებში რჩება.